საქართველო გამოირჩევა უძველესი ეკლესია-მონასტრებით, ხუროთმოძღვრული ძეგლებით, ეროვნული პარკების სიუხვით და ა.შ აგრეთვე საქართველოს ღირსსესანიშნაობებს მრავალფეროვანს ხდის ქართული ტრადიციები, რომელიც ყველა ქვეყნისგან განსხვავებული გვაქვს, ქართულ ტრადიციებში შეიძლება ვიგულისხმოთ ქართული ხალხური ცეკვები, სიმღერები, ეროვნული ტანსაცმელი და რაღა თქმა უნდა ქართული სამზარეულო, რომელიც ერთ-ერთი მდიდარია მსოფლიოში.. 1)ცეკვები1.ქართული 2.მთიულური 3.ბაღდადური 4.მთიულური დავლური 5.განდაგანა 6.სამაია 7.ხორუმი 8.ხევსურული 9.სიმდი და ხონგა 10.ჯეირანი 11.ყაზბეგური 12.კინტაური 13.ფარცა 14.აჭარული 2)ქართული სამზარეულო წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძონი განსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელდა ის კერძები, რომლებიც ადრე დამახასიათებელი არ იყო. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს აცხობდნენ (შოთი, ლავაში), მთაში კი ქერის ხმიადა|ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ასრულებდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი - გუდის ყველი. დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომლებიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა ფხალეული). აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის. ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობების გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და განსხვავებებიც შეინიშნება სხვადასხვა პროვინციებს შორის. გურიაში მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს. 3)ეროვნული ტანსაცმელი ქართული ეროვნული ტანსაცმელი, საქართველოს ყოველ კუთხეში თავისებური სახით იყო წარმოდგენილი,როგორც ქალის ისე მამაკაცის. ძნელი არ იყო კახური, იმერული თუ მეგრული ჩოხის ან ქალის კაბების ერთმანეთისაგან გარჩევა. ქართული ეროვნული ტანსაცმელი თავისებური და მრავალფეროვანია. ერთი მხრივ, მას ბევრი საერთო აქვს ზოგადკავკასიურ ჩაცმულობასთან, მეორე მხრივ, მრავალი ორიგინალური ნიშანი ახასიათებს. მამაკაცის ტანსაცმელი ძირითადად ჩოხა-ახალუხი იყო. ჩოხა როგორც წესი, შალის ქსოვილისაგან იკერებოდა; გრძელი და ფართო სახელოები და კალთები ჰქონდა. ხალუხი აბრეშუმის უსაყელო პერანგი იყო; შარვალი მაღალყელიან ჩექმებში ჰქონდათ ჩატანებული. ჩოხა-ახალუხის აუცილებელი ატრიბუტი იყო მოვერცხლილი ქამარ-ხანჯალი. ზამთარში ამას ნაბადი ემატებოდა. კუთხეების მიხედვით ქუდები განსხვავებული იყო. ქალის ძირითადი ტანსაცმელი იყო აბრეშუმის წელში გამოყვანილი გრძელი და ფართო ქვედატანიანი კაბა მოქარგული გულისპირითა და იმავე ფერის ქამრით. აუცილებელი ატრიბუტი იყო ჩიხტი-კოპი. ზამთარში კაბაზე იცვამდნენ ხავერდის გახსნილ ქურთუკს – ქათიბს. ქალაქის მოსახლეობაში გავრცელებული იყო მოკლე ქურთუკი – ქულაჯა 4)ხალხური სიმღერები მუსიკა ერთ-ერთი საშუალებაა გავიგოთ ადამიანის შინაგანი ბუნება. ამ ხელოვნების ისტორიას შეიძლება ვუწოდოთ ხმოვანი სურათი, რომელზედაც აღიბეჭდნენ ღელვანი, ვნებანი და განწყობილებანი, რომლებიც განიცადა ადამიანმა თავისი არსებობის მთელი დროის განმავლობაში. ხმიერი და საკრავიერი მუსიკის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. ხმიერი მუსიკა სტიმულს აძლევს საკრავიერის განვითარებას, მაგრამ საკრავიერიც თავის მხრივ გარკვეულ გავლენას ახდენს ხმიერ მუსიკაზე. ხალხური მუსიკა და ხალხური საკრავები, შემონახული უძველეს დროიდან, სწორედ რომ წარმოადგენენ უძვირფასეს საბუთს, რომელიც ისტორიული განვითარების პროცესში, გვიჩვენებს ხალხის ამა თუ იმ ცივილიზაციის დონეს და გზებს, რომლებიც განვლო ხალხმა თავისი კულტურული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ამიტომ ხალხური სამუსიკო საკრავების შესწავლას ფრიად ღრმა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის! ქართველმა ხალხმა, რომლის კულტურაც ჯერ კიდევ წინაისტორიულ ხანაში ჩაისახა და საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს უძველეს კულტურებთან ურთიერთობაში ვითარდებოდა, შექმნა მდიდარი მხატვრული მემკვიდრეობა, რომელიც გმირულად დაიცვა მრავალრიცხოვანი მტრების გამუდმებული თავდასხმების პირობებში. ეს გარემოება მით უფრო აღსანიშნავია, რომ ყოველი ხალხის ღირსება ფასდება არა მარტო ცალკეულ მოღვაწეთა სახელებით, არამედ მატერიალური და სულიერი კულტურის იმ თვალსაჩინო ძეგლებითაც, რომლებიც ხალხმა საუკუნეების მანძილზე შემოინახა. დიდი კულტურული მონაპოვარი ხშირად ისტორიულ ქარტეხილებს ეწირება მსხვერპლად და მისი კვალის აღსადგენად საჭირო ხდება შემოქმედებითი ძიება მეცნიერების ისეთი დარგების გამოყენების საფუძველზე, როგორიც არის არქეოლოგია, ანტროპოლოგია, ეთნოგრაფია და სხვა. მრავალი ათეული წლების მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მოპოვებული მასალის საფუძველზე ძველი ქართული კულტურის საერთო სახის აღდგენის საშუალება მოგვცეს. წინამდებარე ნაშრომი აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილი მცირედი ხარკია და მიზნად ისახავს ფართო მკითხველს გააცნოს ძველი ქართული მუსიკალური საკრავები. ჩვენ ძირითადად დავეყრდნობით ძველ ქართულ მწერლობასა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებს, რომელნიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ქართული საკრავების განვითარების გზები, თითოეული მათგანის ადგილი ქართველი ხალხის მუსიკალურ ყოფაში. საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი, ეროვნულ სიმღერებთან ერთად, ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ სამუსიკო საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს. მუსიკა ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი და თანაარსი მოვლენა იყო. ცხადია, ამან განაპირობა სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავების განვითარება და მათი გამოყენების მაღალი კულტურა. დროთა განმავლობაში მუსიკალური აზროვნების შესაბამისად საკრავები დახვეწაგანვითარებას განიცდიდნენ. მოძველებულნი კი გზას უთმობდნენ ახალსა და უფრო სრულყოფილ საკრავებს. ცალკეულ შემთხვევაში ამ საკრავთა ზოგიერთი ნაწილი საერთოდ გადიოდა ხმარებიდან. ამჟამად, მოგვეპოვება ქართული საკრავების ბევრი ისეთი სახელწოდება, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინაიდან სახელწოდების ქვეშ მოქცეული რეალური საგანი დიდი ხანია გასულია ყოფიდან. ის ერთგვარი ბუნდოვანება, რომელიც ქართული საკრავების აღმნიშვნელ ტერმინებსა და თვით საკრავებს შორის არსებობს, ერთობ აძნელებს ძველი ქართული საკრავების კვლევა-ძიების საკითხს. ამ მხრივ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საკრავების მთელი რიგი, რომელიც ნახსენებია ქართულ წერილობით წყაროებში, წინასწარ გარკვევასა და დადგენას მოითხოვს. ჩვენ არ გაგვაჩნია მათ შესახებ უშუალო და პირდაპირი ცნობები, რომლის მიხედვითაც შეიძლება ჭეშმარიტების აღდგენა. ზოგჯერ ისინი ფრესკებზე მინიატურებსა და სხვა ნივთიერ ძეგლებზეა აღბეჭდილი. უფრო ხშირად კი ამ ბედნიერ შემთხვევითობასაც მოკლებული ვართ და ამა თუ იმ საკრავის მხოლოდ სახელწოდებაღა გვაქვს შემონახული. |
ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნება
Subscribe to:
Comments (Atom)



